Tuesday, March 18, 2014

პროექტი-"ხე-სიცოცხლის წყარო"

1.პროექტის სახელწოდება:   “ხე-სიცოცხლის წყარო“
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით : სკოლის ეზოში ხეების დარგვა.
3.პროექტის აქტუალობა: ბუნებისადმი სწორი დამოკიდებულება. ეკოლოგიური პრობლემების გაშუქება.
4.პროექტის მიზნები: მოძიებული მასალების მიხედვით ცოდნის შეძენა, ბუნებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის უნარის გამომუშავება.
5.მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას/:თითოეულმა მათგანმა უნდა დარგას რომელიმე  ხის ნერგი სკოლის ეზოში.
8.პროექტებისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ნერგები,  ბარები, კომპიუტერი, წიგნები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): ინტერნეტში მოძიებული მასალების მიხედვით , თავიანთი დამოკიდებულების წერილობით ჩამოყალიბება;  ესე ამ თემასთან დაკავშირებით. ვაჟა-ფშაველას მოთხრობების( „ხმელი წიფელი“,  „ფესვები“) გაცნობა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საბუნებისმეტყველო საგნები, ქართული ენა და ლიტერატურა.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): თ. მესხი  (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი)
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamarimeskhi@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი/:

პოეზია

ვარდებს ვემთხვიე გზნებით, ოცნებით,
იები ცრემლით დამიფერია,
შენ გაზაფხულის ღიმილს მოჰყევი,
როგორც სიცოცხლის ლურჯი ფერია.
შრიალებს ჩუმად იასამანი,
ცისფერ იებზე ცრემლები ბრწყინავს
ყვავილებს ჰხურავთ ნამის საბანი, 
მზის სხივით ანცობს ლამაზი დილა.
შენ გაზაფხულის ღიმილს მოჰყევი, 
შენ გაზაფხულის მზემ გიზიარა, 
გაზაფხული ხარ ჩემი ოცნების,
სატრფო კი არა.