ვარდებს ვემთხვიე გზნებით, ოცნებით,
იები ცრემლით დამიფერია,
შენ გაზაფხულის ღიმილს მოჰყევი,
როგორც სიცოცხლის ლურჯი ფერია.
შრიალებს ჩუმად იასამანი,
ცისფერ იებზე ცრემლები ბრწყინავს
ყვავილებს ჰხურავთ ნამის საბანი,
მზის სხივით ანცობს ლამაზი დილა.
შენ გაზაფხულის ღიმილს მოჰყევი,
შენ გაზაფხულის მზემ გიზიარა,
გაზაფხული ხარ ჩემი ოცნების,
სატრფო კი არა.
No comments:
Post a Comment